среда, 15 июня 2011 г.

პროექტი " სკოლაში გასაღების სისტემის შემოღება"

მიზანი  მოსწავლის დახმარება პირადი ნივთების შენახვის უსაფრთხოების 
                          უზრუნველსაყოფად.

მომუშავე გუნდი:  ლიკა ბალიაშვილი, ნათია ბაბლიშევი, მრჩეველი, კომპანია,                                                          რომელიც ამზადებს , მოიტანს პროდუქციას, დაამონტაჟებს.

რესურსები: ადამიანური, ფულადი.


განხორციელების დრო:  სასწავლო პროცესის დასრულების შემდგომ.
                                                                     ( სულ 7 დღე).
საქმიანობა:   1.ყუთების დასამონტაჟებელი ადგილის შერჩევა.
                                     2. ყუთების რაოდენობის განსაზღვრა. 
                                     3.პროდუქციის დიზაინის და მასალის შერჩევა.
                                     4.სავარაუდო ღირებულების გაანგარიშება.
                                     5.ყუთების დამამზადებელი კომპანიის შერჩევა და შეკვეთის მიცემა.

пятница, 20 мая 2011 г.

ჩემი სახელი

მოგესალმებით. მე მქვია ლია.  მინდა  აღვწერო ჩემი სახელი.  ჩემი სახელის ეტიმოლოგია, როგორც გავარკვიე, დაუზუსტებელია. იგი წარმოშობით ძველი ებრაული სახელია, არსებობს მისი რამდენიმეგვარი ვარაუდი (ჩემთვის მაინცდამაინც არასასიამოვნო),  რომელთა მიხედვით შეიძლება ნიშნავდეს "დეკეულს", ან "ანტილოპას" :(,  ან კიდევ "დაქანცულს", "დაღლილს":( .  




   წმ. ლია, რომელზეც სამწუხაროდ  მისი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება:(










   ასევე რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩემდა გასაოცრად და სასიხარულოდ, საქართველოში არსებობს ჩემი სახელის მატარებელი სოფელი, კერძოდ:
ლია–სოფელი საქართველოში, სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ოდიშის ვაკეზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2081 ადამიანი. ( მეამაყება)



                                                                                  ასევე:
 
დიდი ლია–
მოიპოვება ევროპის დიდ ნაწილში, ციმბირში, კამჩატკაზე, სახალინზე, ტროპიკულ აზიაში, აფრიკაში, ავსტრალიაში. საქართველოში დიდი ლია გვხვდება მიმოფრენის პერიოდში. ცნობილია დიდი ლიას სამი ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხვდება დასავლური დიდი ლია.


    სახელი , როგორც მითხრეს მამამ შემირჩია, რაზეც დიდ მადლობას ვეტყვი ყოველთვის:)...(მომწონს)    და არავის საპატივცემულოდ  დაურქმევიათ ჩემთვის, რადგანაც არც არავინ არის ამ სახელის მატარებელი ჩემს ოჯახში. როგორც აღვნიშნე მქვია ლია, მაგრამ რაც თავი მახსოვს ყველა ლიკას მეძახის:)))  არც ამით ვარ უკმაყოფილო:)  
   ჩემი სახელის თითოეულ ასოზე მოვიფიქრებ  ჩემი პიროვნების დამახასიათებელ ეპითეტებს. დიდი დრო არ დამჭირდება სულ სამი ასოა:)

 –ლოიალი, (თავი არ ვიქე და არ ვთქვი ლამაზი:)) )
  –ინტერესიანი
  –აგრესიული (დავკონკრეტდები უსამართლობის წინააღმდეგ)

      პ.ს.     საბოლოოდ მაინც ვიქე თავი:)))

                                            მადლობთ ყურადღებისათვის!
                      

понедельник, 16 мая 2011 г.

ექსკურსია–არმაზი

  12 მაისი. მთლიანი ისტ–ის ჯგუფი ველოდებით სულმოუთქმელად ამ დღეს. თუმცა მანამდე....  დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში( თუ მეტი არა)  ვგეგმავთ თუ სად მოვაწყოთ ექსკურსია. თითქოსდა არც არაფერია სადავო, სადაც არ უნდა იყოს ყველგან სასიამოვნოა ლაშქრობა, მაგრამ ამ "ამბოხებულ სულებს" რა დაგვაწყნარებდა. მე ავიჩემე სიღნაღი ( დღემდე ვერ გამიგია რა მინდოდა იქ). ხმის უპირატესობით შიო მღვიმე ლიდერობდა. დიდი მსჯელობის თუ კამათის შემდგომ გადაწყდა მეორე ადგილზე მყოფი არმაზი.
  და აი ეს დღეც. ყველანი ვიკრიბებით დიდუბეში. ფიქრიაც:* გამოჩნდა თავისი ახლადგამომცხვარი აჩმით და აქვე ყველას გაბრწყინებული თვალები მისი შემხედვარე. მოვმარაგდით პროდუქტით. მოინახა მცხეთის ტრანსპორტიც და "დავიპყარით" კიდეც იგი. პირველი დავალება ბატონმა პავლემ მოგვცა რომ ყველას თავისი სახელი უნდა მიეწერა, რადგან გაგვიოლდებოდა უფრო მეტად კონტაქტი. "დავისკოჩეთ" ყველანი, არც მძღოლი გამოგვრჩენია. აბა რა დააშავა მან? და მივანიჭეთ მძღოლის სტატუსი (თუმცა ალბათ იქამდეც ჰქონდა მინიჭებული).
  მივედით დანიშნულ ადგილამდე რაც ტრანსპორტის მოვალეობაში შედიოდა. არ დააყოვნა მეორე დავალებამ: უნდა გაგვეგო თუ რომელ მხარეს იყო არმაზი  და ამ დროს ისმის მალოს:* ყვირილი, რომელიც მიმართული იყო იქვე რესტორანთან მდგომი დაბნეული კაცისკენ. დაბნეული ვუძახოთ და კი დაგვეხმარა მიგვითითა  სწორი მიმართულებისკენ და ავუყევით გზას. სანამ არმაზის ხეობისკენ გადავუხვევდით,  გზად რკინიგზა დაგვხვდა, ლიანდაგები, სადაც ატყდა სურათების გადაგება. აბა როგორ? ყოველდღე კი არ ვართ ასე ახლოს ლიანდაგებთან.
  შემდგომ კი დაიწყო ხეობის "დაპყრობა". ბატონმა პავლემ გაგვანაწილა ორ–ორად და  მესამე დავალებაც რომელიც  მოგვცა,  სხვადასხვა რაც შეიძლება მეტი ფოთოლის შეგროვება. მე და ჩემმა პარტნიორმა თიკომ:*  თავი არ დავზოგეთ და ვაგროვეთ როგორც შეგვეძლო:) თუმცა მაინც ნუ ჩავუღრმავდებით შედეგებს:) საბოლოოდ ყველა გამარჯვებული აღმოჩნდა: 13 მეტი სხვადასხვა ფოთოლი ყველას შეგროვებული გქვონდა. 
  გზად შეგვხვდა "ექსტრემი" ადგილები ( განსაკუთრებით ანასთვის:* იყო ექსტრემი). ზოგი ადვილად ხტუნაობდა ქვებზე რომლებიც გვეხმარებოდა წყლის გადალახვაში, ზოგი კი ......:)  ჩემი წონის გადამკიდე ( რომელიც ხშირად მახსენეს რატომღაც:))  ერთგან მოინდომეს ჩემი გადასროლა გაღმა ნაპირისკენ დავიჭერთ ადვილადო.  საბედნიეროდ დამინდეს.
  ასე მივედით ეკლესიამდე, სადაც გასაოცარი სიმშვიდე სუფევდა, იმდენად რომ ყველა სულიერად დავმშვიდდით. დავანთეთ სანთლები, ამან უფრო მეტად დაგვამშვიდა და დაგვაწყნარა.
  შემდგომ ავუყევით არმაზის ციხისკენ გზას, სადაც ვეძებდით  ადგილს დასასვენებლად. დავალება მე–4: უნდა გაგვეგო ერთმანეთზე ტუ რა უცნაურობებით ვართ დაჯილდოებულები. ეს დავალება მე და ჩემმა პარტნიორმა "ჩავაგდეთ":). ვნახეთ ადგილიც და "დავბინავდით".  საკვებიც მივიღეთ, რომელიც ორმაგად გემრიელია ასეთ დროს. სტუმარიც გვეწვია. დიდი, თეთრი, მშვიდი ბომბორა ძაღლი,მაგრამ ნინომ:* რატომღაც "თეთრ დათვად" შერაცხა. რა დამავიწყებს კოცონს. რომელსაც თითქმის არ მოვშორებივარ. შემცივდა. ალბათ ძალიან საცოდავი სახე მქონდა, რადგან ბატონმა პავლემ თავისი შემოსაცმელი დამითმო. ცოტა "პატარა" მქონდა:).
  შემდეგი ეტაპი იყო თამაშები რომლებიც გუნდურობაზე, აქტიურობაზე, სისწრაფეზე იყო დაფუძნებული. იმდენად გავერთეთ, რომ დროის კონტროლი დაგვავიწყდა. დრო იყო უკან დაბრუნების. იგივე გზა, მცხეთამდე ფეხით, რასაც ხიბლი აქვს თურმე უფრო მეტად. იმდენად დაღლილები ვიყავით ემოციებით და შთაბეჭდილებებით ხმას ვეღარ ვიღებდით.

  მინდა ღვნიშნო, რომ ამ დღეს გავიცანი ბავშვები და დავუახლოვდით ერთმანეთს რაზეც მოხარული ვარ:*. ეს დღე არა მარტო მე, არამედ მთლიანად ჯგუფს არ დაგვავიწყდება და ამისთვის მადლობა ბატონ პავლეს, რომ გვაჩუქა ასეთი დაუვიწყარი დღე.